მაიკ პენსი - წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა არის სირცხვილი და აშშ-თვის საშიშ პრეცედენტს ქმნის
მაიკ პენსი - წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა არის სირცხვილი და აშშ-თვის საშიშ პრეცედენტს ქმნის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა არის სირცხვილი და ქვეყნისთვის საშიშ პრეცედენტს ქმნის.

ამის შესახებ მაიკ პენსმა მიჩიგანში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატები ცდილობენ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას, რადგან იციან, რომ მომავალ არჩევნებში ვერ დაამარცხებენ. ვიცე-პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატაში ჩატარებულ გამოძიებას ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატაში მიღებული გადაწყვეტილება ერთპარტიულია, რადგან მას რესპუბლიკელები მხარს არ უჭერენ.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხზე ორი ბრალდება დაამტკიცა. ამჯერად საბრალდებო დასკვნა სენატს უნდა გადაეცეს განსახილველად. სენატში პროცესს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის თანაპარტიელები, რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ფლობენ, იმპიჩმენტისთვის კი, საჭიროა ხმების სულ მცირე ორი მესამედ. სენატში იმპიჩმენტის პროცესი იანვარში დაიწყება.

დატოვე კომენტარი