მაიამიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა
მაიამიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მაიამის მერის, დანიელა ლევინ კავას განცხადებით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა. სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მერმა მომხდარს „წარმოუდგენლად მძიმე“ უწოდა.
ადგილზე ამ დრომდე სამაშველო და საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ცნობისთვის, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას, „ამაზონის” სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გადასცდა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.