მაიამის აეროპორტში დაშვებისას, სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გადასცდა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, ინციდენტის შედეგად თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, არიან დაშავებულები

00:14, 07.09.2026

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას, „ამაზონის” სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გადასცდა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, Boeing 767-300 რეისს პუერტო-რიკოდან მაიამის მიმართულებით ასრულებდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ფარგლებს გასცდა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა. ადგილზე 60-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სახანძრო სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე პაციენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

ინციდენტის გამო მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერდა.

ამ დროისთვის ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი