მაიამიში ხიდის ჩამონგრევას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მაიამიში ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩამონგრევას 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ CBS Miami-ს ფლორიდის სენატორმა ბილ ნელსონმა განუცხადა.

მაიამის მერის კარლოს გიმენესის ცნობით, ამ დროისთვის 8 დაშავებული შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

პოლიციამ ტელევიზიების გადამღებ ჯგუფებსა და ვერტმფრენებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რათა ნანგრევებში ჩარჩენილებმა მაშველებს ხმა მიაწვდინონ.

მომხდარს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. ადმინისტრაციის პრესსპიკერის სარა სანდერსის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებას გაუგზავნის.

მაიამიში, ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტთან ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა, რომელიც საავტომობილო გზის თავზე იყო აშენებული.