სამშაბათს, მაიამიში „მასტერსის“ სერიის ტურნირი იწყება. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე მეორე წრეში.
ქართველი ჩოგბურთელი მე-17 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში თავისუფალია. მეორე რაუნდში მას ესპანელ ნიკოლა კუნსა და გერმანელ მიშა ზვერევს შორის მოგებულთან მოუწევს შეხვედრა. მესამე წრეში ბასილაშვილის სავარაუდო განთესილი მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ინდიან უელსის „მასტერსზე“ ბასილაშვილმა წარუმატებლად ითამაშა – მან პირველივე მატჩი დათმო ნაკლებად ცნობილ ინდოელ პრაეშ გუნესვარანთან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.