მაიამიში მიმდინარე მასტერსის სერიის 1000-იანი ტურნირის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ფინალში გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: როჯერ ფედერერი – დენის შაპოვალოვი და ჯონ ისნერი – ფელიქს ოჟე-ალიასიმი. აღსანიშნავია, რომ ეს მეტოქეები ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან.
კანადელმა ფელიქს ოჟე-ალიასიმმა მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში ხორვატი ბორნა ჩორიჩი დაამარცხა, რითაც მაიამის ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნახევარ ფინალისტი გახდა. მისი ასაკი 18 წელია.
ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შეეცდება წინა მასტერსის ფინალურ მატჩში დომინიკ ტიმთან განცდილი მარცხი დაივიწყოს და მაიამის „მასტერსი“ მოიგოს. ამ შემთხვევაში ის კარიერის 101-ე ტიტულს დაეუფლება.