„მაიამი“-„ბოსტონი“ გადაიდო, ლეონარდმა 10 ათას ქულას გადააბიჯა – ნბა-ის დღის მატჩების ვიდეომიმოხილვა
„ჩემთვის ქულები ბევრს არაფერს ნიშნავს, გაცილებით ფასეულია გამარჯვება“, – განაცხადა „კლიპერსის“ მსროლელმა კავაი ლეონარდმა „ჩიკაგოსთან“ მატჩის შემდეგ.
ამ შეხვედრაში მან 35 ქულა ჩააგდო, ხოლო კარიერაში 10 ათასქულიან ნიშნულს გადააბიჯა. კავაის წინამძღოლობით „კლიპერსმა“ 130:127 გაიმარჯვა.
„ჰიუსტონისა“ და „ლეიკერსის“ მატჩისას სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ მსაჯს ორი კალათბურთელის გაძევება დასჭირდა. ლებრონ ჯეიმსთან უხეშობის შემდეგ გააგდო დემარკუს კაზინსი, ხოლო მასთან ჩხუბისთვის – მარკიფ მორისი.
„მაიამისა“ და „ბოსტონის“ დაპირისპირება გადაიდო. ბოსტონელებს 8 ჯანმრთელი კალათბურთელი ჰყავდათ, ხოლო მაიამელებმა კორონავირუსის რეგულაციების გათვალისწინებით მხოლოდ 7 მოთამაშე შეკრიბეს. წესების მიხედვით გუნდში მატჩისას რვა მოთამასე მაინც უნდა იყოს. თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო. მისი გაუქმება არ იგეგმებაო – წერს ამერიკული პრესა.
დეტროიტი-იუტა 86:96
https://youtu.be/Ru6PdhnmI4E
კლიპერსი-ჩიკაგო 130:127
https://youtu.be/nzeJon7nfVY?list=RDCMUCLd4dSmXdrJykO_hgOzbfPw
ბრუკლინი-ოკლაჰომა 116:129
https://youtu.be/Nft0WIn5gvo?list=RDCMUCLd4dSmXdrJykO_hgOzbfPw
ნიუ იორკი-დენვერი 89:114
https://youtu.be/RLYUcN6vRxA?list=RDCMUCLd4dSmXdrJykO_hgOzbfPw
ჰიუსტონი-ლეიკერსი 102:120
https://youtu.be/AceebWojDDU?list=RDCMUCLd4dSmXdrJykO_hgOzbfPw
მინესოტა-სან ანტონიო 96:88
https://youtu.be/fEAbJLfw6U8?list=RDCMUCLd4dSmXdrJykO_hgOzbfPw
გოლდენ სტეიტი-ტორონტო 106:105
https://youtu.be/ZvOOnOQIYD4?list=RDCMUCLd4dSmXdrJykO_hgOzbfPw