„მაიამი“-„ბოსტონი“ გადაიდო, ლეონარდმა 10 ათას ქულას გადააბიჯა - ნბა-ის დღის მატჩების ვიდეომიმოხილვა
11:03, 11.01.2021
„ჩემთვის ქულები ბევრს არაფერს ნიშნავს, გაცილებით ფასეულია გამარჯვება“, – განაცხადა „კლიპერსის“ მსროლელმა კავაი ლეონარდმა „ჩიკაგოსთან“ მატჩის შემდეგ.
ამ შეხვედრაში მან 35 ქულა ჩააგდო, ხოლო კარიერაში 10 ათასქულიან ნიშნულს გადააბიჯა. კავაის წინამძღოლობით „კლიპერსმა“ 130:127 გაიმარჯვა.
„ჰიუსტონისა“ და „ლეიკერსის“ მატჩისას სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ მსაჯს ორი კალათბურთელის გაძევება დასჭირდა. ლებრონ ჯეიმსთან უხეშობის შემდეგ გააგდო დემარკუს კაზინსი, ხოლო მასთან ჩხუბისთვის – მარკიფ მორისი.
„მაიამისა“ და „ბოსტონის“ დაპირისპირება გადაიდო. ბოსტონელებს 8 ჯანმრთელი კალათბურთელი ჰყავდათ, ხოლო მაიამელებმა კორონავირუსის რეგულაციების გათვალისწინებით მხოლოდ 7 მოთამაშე შეკრიბეს. წესების მიხედვით გუნდში მატჩისას რვა მოთამასე მაინც უნდა იყოს. თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო. მისი გაუქმება არ იგეგმებაო – წერს ამერიკული პრესა.