მაია სანდუ – ომის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავასრულოთ ტანჯვა და სიკვდილი
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განმეორებით თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე, სამოქალაქო დაწესებულებებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავასრულოთ ტანჯვა და სიკვდილი“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერზე“.
ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის მისამართით განხორციელებული მასშტაბური რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე ჭურვები ჩამოცვივდა.
We strongly condemn Russia’s repeated attacks on #Ukraine’s citizens, civilian facilities & critical infrastructure. The international community should strengthen its pressure on Russia to stop the war. Only this way can we end the suffering & loss of lives.
— Maia Sandu (@sandumaiamd) December 5, 2022