მედიის ცნობით, უკრაინის მისამართით მასშტაბური რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე ჭურვები ჩამოცვივდა 

18:54, 05.12.2022

უკრაინის მისამართით განხორციელებული მასშტაბური რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე ჭურვები ჩამოცვივდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მოლდოვურ მედიაზე დაყრდნობით  ავრცელებს.

მედიის ცნობით, რაკეტები საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ ბრიჩანისთან პატრულირების დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს.

როგორც მედია წერს, სარაკეტო თავდასხმების გამო, ელექტოენერგიის ავარიული გათიშვები ფიქსირდება მოლდოვაშიც, უკრაინის საზღვართან კი გაძლიერებულია სასაზღვრო კონტროლი.

მსგავსი