მაია სანდუ - მივესალმები ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას, მოლდოვა მზად არის, გახსნას ყველა კლასტერი
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, რომლითაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დაუჭირე სმხარი.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან. მივესალმები ორშაბათს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას. მოლდოვა მზად არის, გახსნას ყველა მათგანი – ჩვენ შევასრულეთ სამუშაო და გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას. ველოდებით ევროკავშირ-მოლდოვის სამიტს 22 ივნისს“, – წერს მაია სანდუ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ. გაწევრიანების ფორმალური მოლაპარაკებები 15 ივნისიდან ლუქსემბურგში, მთავრობათაშორისი კონფერენციების ფარგლებში თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე დაიწყება. 18 ივნისს კი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე საკითხის დამტკიცების შემდეგ ექვსიდან პირველი კლასტერი გაიხსნება და დაიწყება აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი.