მაია სანდუ - კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, უცხოურ ძალებთან გაერთიანებით, ტყუილითა და პროპაგანდით შეუტიეს ჩვენს ქვეყანას, კრიმინალურ დაჯგუფებას სურდა, 300 000 ხმა მოესყიდა
მაია სანდუ - კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, უცხოურ ძალებთან გაერთიანებით, ტყუილითა და პროპაგანდით შეუტიეს ჩვენს ქვეყანას, კრიმინალურ დაჯგუფებას სურდა, 300 000 ხმა მოესყიდა

კრიმინალურ დაჯგუფებას სურდა, 300 000 ხმა მოისყიდა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გარკვეულმა დაჯგუფებებმა ხმები მოისყიდეს.

„ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს, ისევე როგორც ბოლო თვეების განმავლობაში, მოლდოვაში თავისუფლება და დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, უცხოურ ძალებთან გაერთიანებით, ტყუილითა და პროპაგანდით შეუტიეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ კრიმინალურ დაჯგუფებას სურდა, 300 000 ხმა მოისყიდა. ეს არის უპრეცედენტო თაღლითობა, რომლის მიზანია დემოკრატიის დისკრედიტაცია. მათი მიზანია საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვა. ჩვენ არ შევწყვეტთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს და დავბრუნდებით გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შუალედური შედეგები ცნობილია. დათვლილია ხმების 70 პროცენტი.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, მაია სანდუ ხმათა 36.32 პროცენტს აგროვებს, ხოლო მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილი ალექსანდრე სტოიანოგლო – 28.95 პროცენტს. შედეგების თანახმად, რეფერენდუმში ევროინტეგრაციის სასარგებლოდ ამომრჩეველთა 44.69 პროცენტმა მისცა ხმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა 55.31 პროცენტი.