მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტენების 70 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუ ხმათა 36.32 პროცენტს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური გაიმართება

01:03, 21.10.2024

მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 70 პროცენტი დათვლილია.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, მაია სანდუ ხმათა 36.32 პროცენტს აგროვებს, ხოლო მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილი ალექსანდრე სტოიანოგლო – 28.95 პროცენტს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 50 პროცენტზე მეტს, პირველი ტურიდან ორი კვირის შემდეგ, ანუ 3 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის.

მსგავსი