მოლდოვაში საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 70 პროცენტის დათვლის შემდეგ 55.31 პროცენტი ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, ხოლო 44.69 პროცენტი მომხრეა

01:09, 21.10.2024

მოლდოვაში ევროინტეგრაციის შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 70 პროცენტი დათვლილია.

შედეგების თანახმად, ევროინტეგრაციის სასარგებლოდ ამომრჩეველთა 44.69 პროცენტმა მისცა ხმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა 55.31% პროცენტი.

საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – „დიახ“ და „არა“.

მსგავსი