მაია სანდუ - ისტორიული დღეა მოლდოვისთვის, მადლიერები ვართ და მოწოდებულები, რეფორმების გზაზე წინ წავიწიოთ
მაია სანდუ - ისტორიული დღეა მოლდოვისთვის, მადლიერები ვართ და მოწოდებულები, რეფორმების გზაზე წინ წავიწიოთ

ისტორიული დღეა მოლდოვისთვის, მადლიერები ვართ და მოწოდებულები, რეფორმების გზაზე წინ წავიწიოთ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ „ტვიტერზე“ წერს.

​„ისტორიული დღეა მოლდოვისთვის. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მოგვანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ცალსახა და ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მოლდოვის ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ და მოწოდებულები, რეფორმების გზაზე წინ წავიწიოთ“,- წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.