მაია სანდუ აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში მთავრობაში ცვლილებებს განახორციელებს
მაია სანდუ აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში მთავრობაში ცვლილებებს განახორციელებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში მთავრობაში ცვლილებებს განახორციელებს.

სანდუმ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოლდოვის მთავრობაში საკადრო ცვლილებები, შეიძლება, წლის ბოლომდე განხორციელდეს.

„ვფიქრობ, რომ სამთავრობო გუნდში ცვლილებების შეტანა გვჭირდება. მე მოვუსმინე მოქალაქეებს, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში განვიხილე ეს საკითხი და გავიგე, რა მოთხოვნები არსებობს და, განსაკუთრებით, რომელ სფეროებში ელოდებიან ადამიანები უკეთეს შედეგებს“, – აღნიშნა მაია სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, სამთავრობო გუნდმა შეცდომები დაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ მათი განზრახვები კარგი იყო.

3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მაია სანდუ და ალექსანდრ სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან.