მაია ცქიტიშვილმა ახალ გუბერნატორებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
მაია ცქიტიშვილმა ახალ გუბერნატორებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, მინისტრის მოადგილეების, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის სოზარ სუბარისა და ახალდანიშნული გუბერნატორების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონების გამოწვევებზე და მიზნებზე დეტალურად ისაუბრეს. მინისტრმა პრიორიტეტულ პროექტებსა და ყველა რეგიონის თანაბარ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ასევე, უახლოესი პერიოდის სამუშაო გეგმა დაისახა.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები გუშინ წარადგინა.