მაია ცქიტიშვილი - ეს არის ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მორიგი პიარაქცია
მაია ცქიტიშვილი - ეს არის ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მორიგი პიარაქცია

სამწუხაროდ, ეს არის ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პიარსტრატეგიის ნაწილი, მათი მორიგი პიარაქცია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის განდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა ინფორმაციის კომენტირებისას, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები ევროსასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ.

მისი თქმით, მოქალაქეების ქმედების კანონიერებას კანონმდებლობა განსაზღვრავს.

„თუ ეს კანონიერება დარღვეულია, ასეთ შემთხვევაში, როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ და უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. 11 წელი, ათი, ცხრა თუ ხუთი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.