მაია ცქიტიშვილი - ბანკების მოთხოვნაა, ანაკლიის კონსორციუმში სახელმწიფოს უფლებები მინიმუმადე შემცირდეს
მაია ცქიტიშვილი - ბანკების მოთხოვნაა, ანაკლიის კონსორციუმში სახელმწიფოს უფლებები მინიმუმადე შემცირდეს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ბანკების მოთხოვნაა, ანაკლიის კონსორციუმში სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები მინიმუმადე შემცირდეს.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებზე ისაუბრა, რომელიც რვა ძირითად ცვლილებას მოიცავს, ცქიტიშვილმა დღეს პარლამენტში ისაუბრა.

მისი თქმით, რვა პუნქტიდან მეხუთე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ოქროს წილთან დაკავშირებული მოთხოვნაა.

„პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმში სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი აქცია. არსებული ხელშეკრულებით, ამ ოქროს აქციით სახელმწიფოს აქვს უფლება, მოითხოვოს რიგ არსებით საკითხებზე თანხმობა. ბანკების წინადადებაა, რომ ამ ოქროს აქციის და შესაბამისად, სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები შემცირდეს მნიშვნელოვნად, მინორიტარული ინტერესის უფლებამდე,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ბანკების მოთხოვნის შემდეგი პუნქტები ეხება იმ მოვლენებს, რომელიც განაპირობებს ვადების გაგრძელებას, კომპენსაციას ან პოლიტიკურ ფორსმაჟორს.

მისი შეფასებით, ყველა შემთხვევაში, ცვლილებები, არსებულ რედაქციასთან შედარებით, სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

ცქიტიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ რვა პუნქტიანი მოთხოვნიდან პირველი პუნქტი პორტის განვითარების ფაზებს ეხება, ასევე მან სხვა პუქტებზეც ისაუბრა, რომლებიც სასესხო ხელშეკრულებას, ასევე ანაკლიის პორტამდე დამაკავშირებელ გზასა და რკინიგზას შეეხება.

მაია ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.