მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან მხოლოდ ორი შესაძლო ინვესტორია წარმოდგენილი
მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან მხოლოდ ორი შესაძლო ინვესტორია წარმოდგენილი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორი შესაძლო ინვესტორია წარმოდგენილი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედსა“ და ჰოლანდიური კომპანიაზე „ვან-ორდი“.

„ამ ეტაპზე, კონსორციუმის მხრიდან ოფიციალურად არის წარმოდგენილი მხოლოდ ორი ინვესტორი, რომელზეც ადრეც გვქონდა საუბარი, ერთი არის „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედი“ და მეორე ჰოლანდიური კომპანია „ვან-ორდი”, რომელიც ასევე არის წარმოდგენილი კონსორციუმის მხრიდან როგორც შესაძლო ინვესტორი. სხვა დოკუმენტაცია ან სხვა ინვესტორი დღეისთვის ოფიციალური სახით წარმოდგენილი არ არის, მიუხედავად იმისა, ჩვენთვის არის ცნობილი, რომ კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებებს კიდევ სხვადასხვა საინვესტიციო ფონდთან.
რაც შეეხება ინვესტორებს, ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ისინი.  მოგეხსენემაია ცქიტიშვილიბათ, ჩვენ გვყავდა კონსორციუმის შემადგენლობაში მანამდე „კონტი ჯგუფი“, როგორც მნიშვნელოვანი წილის მქონე ინვესტორი და შესაბამისად, „კონტი ჯგუფის” ჩანაცვლებაზეც მიმდინარეობს საუბარი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ყველა ინვესტორის საკითხი უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან.

„კონტი ჯგუფის“ შეცვლის გარდა, როგორც მოგახსენეთ, 120 მლნ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსება შეიძლება,  სხვა ინვესტორების შემოყვანითაც ხდებოდეს, მათ შორის. ამდენად, ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ყველა ინვესტორი უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან, რისთვისაც ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადა, რათა შევისწავლით ინვესტორების ვინაობა, მათი რეპუტაცია, ფინანსური მდგომარეობა და მათ შორის, შევისწავლოთ ისიც, „კონტი ჯგუფის” ჩანაცვლების შემთხვევაში,   თავისი გამოცდილებითა და ფინანსური მდგომარეობით რამდენად შეესაბამება ის მოთხოვნებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შესაბამისად, მისი ინფორმაციით, ხელშეკრულებით დადგენილი ვადა, „ვან-ორდის” შემთხვევაში 21 ოქტომბერს იწურება, „მერიდიან კაპიტალის“ შემთხვევაში კი – 29 ოქტომბერს.

„საზოგადოებას ინფორმაციას დადგენილი ვადების ფარგლებში მივაწვდით“, – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღეს ეწურება შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.