მადრიდის ტურისტული გამოფენა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ესპანეთის მეფემ გახსნეს
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სთან და დედოფალ ლეტიციასთან ერთად ტურისტული გამოფენა FITUR 2019 გახსნა.
გამოფენა მადრიდში 23-27 იანვარს იმართება.
ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, FITUR 2019-ში საქართველოდან 14 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.