მადრიდის „რეალს“ აურელინ ჩუამენი ტრავმის გამო ორი თვით დააკლდება #1TVSPORT
მადრიდის „რეალს“ აურელინ ჩუამენი ტრავმის გამო ორი თვით დააკლდება #1TVSPORT

„ბარსელონასთან“ შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, აურელინ ჩუამენიმ ტრავმა მიიღო და როგორც ესპანური მედია იუწყება, ორი თვის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა.

„რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჩუამენის მარცხენა ფეხის ძვალზე აქვს დაზიანება და კლუბი მის მდგომარეობას დააკვირდება.

ამ მოცემულობით, ფრანგი ფეხბურთელი 2023 წელს ვეღარ ითამაშებს, ის ვარჯიშს, სავარაუდოდ, 2024 წლის იანვარში დაიწყებს.

მიმდინარე სეზონში ჩუამენიმ ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.