მადრიდის „რეალმა“ საკონტინენტთაშორისო თასისთვის განაცხადი წარადგინა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ საკონტინენტთაშორისო თასისთვის განაცხადი წარადგინა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ 2024 წლის საკონტინენტთაშორისო თასისთვის ფიფა-ს ოფიციალური განაცხადი წარუდგინა, რომელშიც 26 ფეხბურთელის გვარია.

აღსანიშნავია, რომ განაცხადში მოხვდნენ დანიელ კარვახალი და ედერ მილიტაო. ორივე მათგანს მძიმე ტრავმა აქვს და ისინი სეზონის ბოლომდე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ. „რეალს“ სურს, წარმატების შემთხვევაში მედლები მათაც მიიღონ.

18 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ნახევარფინალში „რეალი“ მექსიკურ „პაჩუკასა“ და ეგვიპტურ „ალ აჰლის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. დიდი ალბათობით, „რეალს“ ფინალის თამაში ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულთან, ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ მოუწევს.

„რეალის“ განაცხადი:

მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ფრანი

მცველები: კარვახალი, ლუკას ვასკეტსი, აგუადო, მილიტაო, ვალიეხო, რუდიგერი, ასენსიო, ალაბა, მენდი, გარსია, ენრიკექსი

ნახევარმცველები: ვალვერდე, გიულერი, ჩუამენი, ბელინგემი, სებალიოსი, მოდრიჩი, კამავინგა

თავდამსხმელები: როდრიგო, ბრაჰიმ დიასი, მბაპე, ენდრიკი, ვინისიუსი