მადრიდის „რეალის“ კაპიტანი დანიელ კარვახალი გუნდს, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს დატოვებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ კაპიტანი დანიელ კარვახალი, სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა, – ინფორმაციას „მარკა“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, „სამეფო კლუბის“ მესვეურებმა ესპანელი მცველის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ის აღარ გადაიხედება – ფეხბურთელის კონტრაქტი 2026 წლის ივნისში იწურება და მხარეები ხელშეკრულებას აღარ გაახანრძლივებენ.
კარვახალის გადაბირებით რამდენიმე ინგლისური და არაბული კლუბია დაინტერესებული, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული დეტალი არ ხმაურდება.
ცნობისთვის, კარვახალი მადრიდელთა საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის მაისურს 2013 წლიდან ატარებს. ამ პერიოდის განმავლობაში მან კლუბთან ერთად ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.