მადრიდის „რეალი" 2021 წელს გრანდიოზულ ტრანსფერს აპირებს
მადრიდის „რეალი" 2021 წელს გრანდიოზულ ტრანსფერს აპირებს

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მადრიდის „რეალი” არ აპირებს გრანდიოზულ ტრანსფერზე უარის თქმას. ლაპარაკია 2021 წლის ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენიდან” კილიან მბაპეს შეძენის შესახებ, – წერს ესპანური გამოცემა AS.

წყაროს ცნობით, სწორედ 2021 წელს მადრიდული კლუბის ბოსები აპირებენ გუნდის ბიუჯეტის სტაბილიზებას კორონავირუსის კრიზისის შემდეგ და მზად არიან დაუბრუნდნენ ფრანგი ფორვარდის შეძენის ვარიანტს.

გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ კრიზისის გამო, მბაპეს ფასი შეიძლება დაეცეს 200 მილიონი ევროდან 140 მილიონამდე.