მადრიდის მერმა მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა
მადრიდის მერმა მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. როგორც „როიტერი“ წერს, ესპანეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ბიურომ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მადრიდში დღეს საღამოს რეკორდული რაოდენობის ნალექს ელოდებიან. მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ქალაქის მცხოვრებლები მოსალოდნელი უხვი ნალექისა და შესაძლო წყალდიდობის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გააფრთხილა.
უხვი ნალექი იყო ასევე ესპანეთის აღმოსავლეთით, ტარაგონაში, სადაც მოქალაქეებს ასევე ურჩიეს სახლებში დარჩენა.
ძლიერი წვიმის გამო ყველაზე რთული სიტუაცია იყო ქალაქ ტოლედოში, სადაც ქუჩები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა.