მადრიდის „მასტერსი“, რომელიც გაზაფხულიდან შემოდგომაზე გადაიტანეს, შესაძლოა, 2020 წელს არ გაიმართოს. ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე საჩოგბურთო მიმომხილველმა, კრისტოფერ კლერიმ დაწერა .
წყაროს ცნობით, მადრიდის მთავრობამ სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა „მასტერსის“ ორგანიზატორებს – არ ჩაატარონ ტურნირი სექტემბერში კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვეველი სიტუაციის გამო. იტყობინებიან, რომ „მასტერსის“ დირექტორი იონ ცირიაკი ტურნირის ჩატარების ბევრ ვარიანტს განიხილავს, მაგრამ შანსები მცირეა.
მადრიდის „მასტერსი“ ამა წლის მაისში უნდა გამართულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, სექტემბრისთვის გადაიტანეს – ტურნირი 13-19 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.