ბასილაშვილი რომის „მასტერსს“ დანი ევანსთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT
ბასილაშვილი რომის „მასტერსს“ დანი ევანსთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT

გაიმართა რომის „მასტერსის“ (9-16 მაისი) ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიოს 27-ე ჩოგანია, საწყის რაუნდში შეხვდება კლასიფიკაციის 36-ე ნომერს, ბრიტანელ დანიელ ევანსს.

ეს ჩოგბურთელები პროფესიულ ტურში ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 2019 წელს უიმბლდონის პირველ წრეში ევანსმა სამ სეტში მოიგო – 6:3, 6:2, 7:6(2).

ამ წყვილში გამარჯვებული რომის „მასტერსის“ მეორე წრეში იტალიელ ლორენცო სონეგოსა და კანადელ დენის შაპოვალოვს შორის მოგებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ამ კვირას მადრიდის „მასტერსზე“ ითამაშა და პირველ რაუნდში იტალიელ ფაბიო ფონინის მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ესპანელ კარლოს ალკარასთან დამარცხდა.