ლუქსემბურგისა და ისლანდიის მატჩს გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის #1TVSPORT
ლუქსემბურგისა და ისლანდიის მატჩს გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის #1TVSPORT

8 სექტემბერს, უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქართველი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება.

ლუქსემბურგისა და ისლანდიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაურია.

ევრო 2024-ის შესარჩევი J ჯგუფის შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გოგა კიკაჩეიშვილი 29-31 აგვისტოს ნიონში იმყოფებოდა, სადაც უეფა-ს მსაჯთა ტალანტებისა და მენტორების პროგრამაში მონაწილეობდა.

შეკრებაში მონაწილე ყველა მსაჯს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და რამდენიმე ტესტი ტრავმების პრევენციის მიზნით. ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, გოგა კიკაჩეიშვილის მენტორი ყოფილი მსაჯი მილორად მაჟიჩი იქნება.