ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია | ძიუდო
ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია | ძიუდო

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში იასპარეზებს, სადაც იგი იაპონელ ნაგაიამას შეხვდება.

ლუხუმმა ჩინელი იუ ლონგ ლაის დამარცხების შემდეგ, ესპანელი გარიგოსს და ბრაზილიელი ტაკაბატაკეს აჯობა. მერვედფინალურ ეტაპზე, ქართველის მეტოქე უკრაინელი ლესიუკი იყო, რომელიც ჩხვიმიანმა დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში, ეფექტური იპონით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე იუნგ ვეი იანგი იყო. ჩხვიმიანმა მეტოქე კონტრილეთზე  დაიჭირა, ვაზარი აიღო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

სამწუხაროდ, ამავე წონაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.