ძიუდოს 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აბუ დაბი უმასპინძლებს #1TVSPORT
ძიუდოს 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აბუ დაბი უმასპინძლებს #1TVSPORT

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი 2024 წელს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი პარიზის ოლიმპიადამდე სამი თვით ადრე, 19-24 მაისს ჩატარდება.

მიმდინარე წლის ზაფხულში პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან 2024 წელს, ოლიმპიადამდე, მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოს დედაქალაქში ჩატარების შემოთავაზებაზე ისაუბრა.

ვინაიდან ამ დონის შეჯიბრების მიღება ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო პირველობის მასპინძლობის უფლება აბუ დაბის გადასცა.

2023 წელს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს. გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ლაშა ბექაური (90 კგ) – ვერცხლის მედალს.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.