ლუკაკუმ „ინტერს“ მოაგებინა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩები #1TVSPORT
ლუკაკუმ „ინტერს“ მოაგებინა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩები #1TVSPORT

ფაქტები

* „ინტერს“ ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

* “ინტერმა” “პორტუ” შინ ზედიზედ მესამედ დაამარცხა

* “ინტერმა” პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამი საშინაო მატჩი.

* რომელუ ლუკაკუმ ჩემპიონთა ლიგაში მე-17 გოლი გაიტანა და ბელგიელ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდა. მან დრის მერტენსს გაუსწრო.

* „პორტუმ“ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო.

* შეწყდა „პორტუს“ 10-მატჩიანი მოგებების სერია.

 

ინტერი-პორტუ 1:0

გოლი: 1:0 ლუკაკუ (86)

ინტერი: ონანა – შკრინიარი (დუმფრისი 81), აჩერბი, ბასტონი – დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი (ბროზოვიჩი 72), დიმარკო (გოსენსი 58) – ლაუტარო მარტინესი, ჯეკო (ლუკაკუ 58).

პორტუ: დიოგო კოშტა – ჟოაო მარიო (ბორგესი 90+2), პეპე, მარკანო, ზაიდუ – ოტავიო, ურიბე, გრუიჩი, გალენო (ევანილსონი 51) – თარემი (ვენდელი 83), ედუარდო პეპე.

გაძევება: ოტავიო (78. პორტუ)