პრემიერლიგის 29-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედსა და საუთჰემპტონს შორის მატჩის შემდეგ, მანჩესტერელებს რომელუ ლუკაკუსა და პოლ პოგბას შორის ჩხუბი მოხდა. მიზეზი გახდა პენალტი, რომელიც 94-ე წუთზე დაინიშნა.
11-მეტრიანის შესასრულებლად პოგბა გაემართა, იმ დროს, როცა ამის გაკეთება ლუკაკუს სურდა, რომელსაც დუბლი ჰქონდა შესრულებული. ფრანგმა პენალტი ვერ გამოიყენა, ბელგიელმა კი ჰეთ-თრიკის შესრულების შესაძლებლობა დაკარგა. გასახდელში ფეხბუთელებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი აწყნარებდა.
მანჩესტერ იუნაიტედი 58 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.