ლუკაკუმ და პოგბამ პენალტისთვის იჩხუბეს
ლუკაკუმ და პოგბამ პენალტისთვის იჩხუბეს

პრემიერლიგის 29-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედსა და საუთჰემპტონს შორის მატჩის შემდეგ, მანჩესტერელებს რომელუ ლუკაკუსა და პოლ პოგბას შორის ჩხუბი მოხდა. მიზეზი გახდა პენალტი, რომელიც 94-ე წუთზე დაინიშნა.

11-მეტრიანის შესასრულებლად პოგბა გაემართა, იმ დროს, როცა ამის გაკეთება ლუკაკუს სურდა, რომელსაც დუბლი ჰქონდა შესრულებული. ფრანგმა პენალტი ვერ გამოიყენა, ბელგიელმა კი ჰეთ-თრიკის შესრულების შესაძლებლობა დაკარგა. გასახდელში ფეხბუთელებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი აწყნარებდა.

მანჩესტერ იუნაიტედი 58 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

დატოვე კომენტარი