მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა ალჟირის ეროვნულ ნაკრებში გამოვა.
21 წლის მეკარე სეზონს იჯარის წესით სეგუნდას კლუბ „რასინგში“ ატარებს. ადრე ის საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ, ახლა, საფეხბურთო მოქალაქეობას შეიცვლის.
როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, ალჟირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამელ ბელმადი ჯერ კიდევ პანდემიამდე მოელაპარაკა ლუკა ზიდანს თავის წინაპარვა ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშზე. იგეგმება, რომ უმცროსი ზიდანის დებიუტი ალჟირელთა რიგებში შემოდგომაზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში შედგება.