ზიდანის ვაჟმა საფრანგეთიდან წინადადება მიიღო
ზიდანის ვაჟმა საფრანგეთიდან წინადადება მიიღო

მადრიდის „რეალის“ მესამე მეკარის ლუკა ზიდანის მომავალი თავის ამჟამინდელ გუნდში გაურკვეველი რჩება, თუმცა, მადრიდელთა დამრიგებლის ზინედინ ზიდანის ვაჟს საფრანგეთში კარიერის გაგრძელების შანსი გაუჩნდა.

20 წლის მეკარემ კლუბ „კლერმონის“ ყურადღება მიიპყრო, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს, – წერს გაზეთი „ასი“ (AS). თავად ფეხბურთელმა პაუზა აიღო, რათა კარგად შეისწავლოს წინადადება.

სხვათა შორის, უმცროსი ზიდანის მიმართ ინტერესს გამოთქვამს შვეიცარიული „ბაზელიც“.