ზიდანის ვაჟი კარიერას „მონპელიეში“ გააგრძელებს

20:03, 05.06.2020

მადრიდის „რეალის“ მეკარე ლუკა ზიდანი, შესაძლოა „მონპელიეს“ მოთამაშე გახდეს.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, ფრანგმა არ გააგრძელა „რეალთან“ მოქმედი ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 30 ივნისს გადის. ის მადრიდული კლუბის აღზრდილია.

წლევანდელ სეზონში ლუკა ზიდანმა იჯარის წესით სეგუნდა დივიზიონში „რასინგის“ რიგებში ითამაშა, 29 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაუშვა.

უმცროსი ზიდანის სატრანსფერო ღირებულება 1.8 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი