მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა ზიდანი აღარ გააგრძელებს კონტრაქტს მადრიდულ კლუბთან, – იტყობინება გაზეთი „მარკა“.
სანტანდერის „რასინგში“ იჯარით მყოფი 21 წლის ზიდანი ზაფხულში დატოვებს „რეალს“. მის კონტრაქტს ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.
ლუკა ზიდანი – „რეალის“ აღზრდილია. ამ სეზონში მან სეგუნდა დივიზიონში „რასინგის“ რიგებში 29 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაუშვა. მეკარემ ექვს მატჩში შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი. 21 წლის ფრანგი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 1.8 მილიონი ევროა.