მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ პროფესიული კარიერის დასრულება მადრიდულ კლუბში სურს.
„რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი დავრჩე „რეალში“. მადრიდი – ჩემი სახლია, მინდა კლუბთან კონტრაქტი გავაგრძელო. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია გუნდში პარტნიორებსა და მწვრთნელზე. არ მინდა ტვირთად დავაწვე კლუბს. ჩემი ოჯახი აღფრთოვანებულია ამ ქალაქით და აქ დარჩენა უნდა იმის შემდეგაც, რაც ფეხბურთის თამაშს დავასრულებ. ასე რომ, „რეალში“ მინდა კარიერის დასრულება“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.
მოდრიჩი „რეალში” 2012 წლიდან თამაშობს. მადრიდულ გუნდში ის ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ესპანეთის თასი, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი და ოთხჯერ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.
35 წლის ხორვატის ხელშეკრულება „რეალთან“ 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.