ლუკა მოდრიჩი „რეალში“ კიდევ ერთი წელი დარჩება #1TVSPORT
ლუკა მოდრიჩი „რეალში“ კიდევ ერთი წელი დარჩება #1TVSPORT

„რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდულ კლუბთან ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

მისი ინფორმაციით, „რეალი“ ამ გარიგების შესახებ უახლოეს დღეებში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. ხორვატი ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ივნისამდეა ძალაში.

„მოდრიჩთან კონტრაქტი გაგრძელებულია. ეს საკითხი უკვე აღარ დგას დღის წესრიგში, – დაწერა რომანომ. – შეთანხმება ჯერ კიდევ იანვარში შედგა და ამის ოფიციალური დადასტურება დროის საკითხია“.

35 წლის მოდრიჩმა ამ სეზონში 34 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ხორვატი „რეალში“ 2021 წლიდან თამაშობს.