მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გაიხსენა თანამშრომლობის პერიოდები მწვრთნელებთან – ჟოზე მოურინიოსთან, კარლო ანჩელოტისთან და რაფაელ ბენიტესთან.
„მოურინიომ გადამწყვეტი როლი ითამაშა „რეალში“ ჩემს გადასვლაში. სამწუხაროა, რომ მასთან მხოლოდ ერთი წელი ვიმუშავე. ყოველთვის მადლიერი ვიქნები მოურინიოსი იმის გამო, რომ მან „რეალში“ მიმიყვანა. ის ხისტი და მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და სიმართლეს ყოველთვის პირდაპირ ამბობს.
ანჩელოტი – ბრწყინვალე მწვრთნელი და ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით შესანიშნავად ვთამაშობდით. მასთან ერთად ორი კარგი წელი გავატარეთ, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ. დროდადრო, მასთან კავშირი მაქვს.
ბენიტესმა ვერ მიაღწია მადრიდში წარმატებას, მაგრამ ის შესანიშნავი მწვრთნელია. ასეთია ფეხბურთი. ყოველთვის არ ხდება ისე, რომ მწვრთნელები მოდიან გუნდში და წარმატებას აღწევენ. მე მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია“, – თქვა მოდრიჩმა.