ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მერვედფინალში მონღოლი განტულგა დაამარცხა და მეოთხედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს შეხვდება.

ტურნირზე რამდენიმე წუთში მეორე შეხვედრას ჩაატარებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელმაც პირველ დაპირისპირებაში იაპონელი მაშიამა დამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალია, რომელიც გუშინ 81 კგ-ში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.