“საბურთალოს” ფეხბურთელი ლუკა ლაკვეხელიანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველი გულშემატკივარმა შარშან გაიცნო, როდესაც საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.
„პირველად, ახალგაზრდულში გია გეგუჩაძის მწვრთნელობის პერიოდში მიმიწვიეს. მაგრამ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. სიმართლე გითხრათ, ახლა გამოძახებას ველოდი, რადგან ბოლო პერიოდში ჯანმრთელად ვარ და კლუბში ვთამაშობ. იმედია, ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი მექნება. საერთოდ, ეს პერსპექტივა ძალიან მახარებს, რადგან ჩემი ბავშობის ოცნებაა, რომ ქვეყანას გამოვადგე და სიხარული მივანიჭო“, – ამბობს ლაკეხელიანი.