ლუკა კურტანიძე ზედიზედ მესამედ ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა
გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში დამოუკიდებელი საქართველოს ლეგენდარულმა მოჭიდავე ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში 26 წამში წმინდად მონღოლი შურა დაამარცხა და ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.