ხორვატიის ქალაქ პორეჩში თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარე მსოფლიო პირველობის D კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა, ლუკა კურტანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩვენმა ფალავანმა 130კგ-ში იასპარეზა, სამი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაუფლა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძე 2002 და 2003 წლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 1996-ში ატლანტაში და 2000-ში სიდნეის ოლიმპიადებზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.