ქართველი მოჭადრაკე ლუკა კილაძე 15-წლამდელ ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონია.
კილაძემ 21 წლის შემდეგ პირველმა შეძლო ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება.
მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ქართველმა ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულა მოაგროვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კილაძეს ფიდე-ს ოსტატის წოდება მიენიჭა.