სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი, დიდი ალბათობით, ისევ დატოვებს მადრიდის „რეალს“. ესპანურმა კლუბმა ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონ „ინტერს“ შესთავაზა. ეს ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ გაავრცელა. ლაპარაკია იჯარაზე. სერბი ფორვარდის აგენტი იმედოვნებს, რომ გარიგება შედგება.
გასულ სეზონში ლუკა იოვიჩმა იჯარის წესით „აინტრახტში“ ითამაშა. 25 წლის თავდამსხმელმა 18 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ასევე მის ანგარიშზე ორი შედეგიანი გადაცემა იყო.
ლუკა იოვიჩის კონტრაქტი „რეალთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.