„დალას მავერიქსის“ გამთამაშებელმა, ლუკა დონჩიჩმა „დენვერ ნაგეტსის“ ცენტრს, ნიკოლა იოკიჩს მსოფლიოში საუკეთესო კალათბურთელი უწოდა.
„ჩემი აზრით, ყველამ იცოდა, ვინ იყო ის იქამდე, სანამ ნიკოლამ სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო და NBA-ის ფინალში გავიდა. სინამდვილეში, მასზე ცოტას წერენ პრესაში, მაგრამ ყველა მოთამაშემ, ყველა მწვრთნელმა იცის, რომ ის განსაკუთრებულია. შესაძლოა, დღეს ის საუკეთესო კალათბურთელია მსოფლიოში.
მასთან ერთად ყოველთვის მხიარულებაა. რა თქმა უნდა, ის ბრწყინვალე კალათბურთელია, მაგრამ შესანიშნავი ბიჭიცაა. ეს ის არის, რაც მიყვარს მასში ყველაზე მეტად. უბრალოდ, მუდმივად ხუმრობს. ის უბრალო და საოცარი ადამიანია“, – განაცხადა დონჩიჩმა.