ლუკა დინი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მარცხენა მცველი ლუკა დინი კარიერის „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო იუწყება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა და პარიზული გრანდი ტრანსფერს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე ოფიციალურად დაადასტურებს. მოსალოდნელია, რომ ამ გარიგების შედეგად ბირმინგემული კლუბის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ევროთი შეივსება.
ფრანგი ფეხბურთელი „ასტონ ვილას“ რიგებში 2022 წლიდან ირიცხება, წარსულში კი მას „ევერტონის“, „ბარსელონას“, „რომასა“ და „ლილის“ მაისურითაც უასპარეზია. 32 წლის მცველი „პარი სენ-ჟერმენში“ 2013-2016 წლებშიც თამაშობდა, თუმცა მცირე დროს იღებდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დინი საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია.
🚨🔴🔵 Lucas Digne to Paris Saint-Germain, here we go! Verbal agreement done with the French left back.
PSG already informed Aston Villa: they will pay the release clause after the World Cup, fee under €10m. 🇫🇷
Digne accepted role as Nuno Mendes’ backup at PSG. 🫱🏻🫲🏼 pic.twitter.com/m5QsBnPzNr
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 13, 2026