ლუკ კოფი - საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს
ლუკ კოფი - საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს

საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს, – ამის შესახებ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, ლუკ კოფიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განაცხადა.

„საქართველოში მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. მთავრობის პასუხისმგებლობაა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება. ამის ნაცვლად, ის სასტიკად შეიჭრა მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში და დააპატიმრა მისი ლიდერი. ეს ქცევა შეუსაბამოა. მხოლოდ პუტინი იმარჯვებს. სიმშვიდეა საჭირო. მდივანი ბლინკენი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს“, – აცხადებს ლუკ კოფი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.